2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:როგორ დავძლიოთ დასაქმების პრობლემა საქართველოში.
3.პროექტის აქტუალობა:ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა საგანგაშოდ დაბალია.ამ პრობლემის გადასაჭრელად სერიოზული დაფიქრებაა საჭირო.კვლევის შედეგების შესწავლა ახალგაზრდებს დაეხმარება პროფესიის შერჩევაში, იმის დადგენაში,თუ რომელი პროფესიებია უფრო მოთხოვნადი და ისინი შესაბამისად საკუთარ ინტერესებს,შესაძლებლობებს მოარგებენ კვლევის შედეგებს.
4.პროექტის მიზნები:მათ.XI.12. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო მონაცემების მოპოვება. მათ.XI.13.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით და მათი ინტერპრეტაცია.
5.მონაწილეთა ასაკი:16-17წელი(მე-10,ან მე-11 კლასის მოსწავლეები).
6. ვადები/ ხანგრძლივობა:ერთი თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას:ცხრილები, დიაგრამები,რომლებიც თვალსაჩინო წარმოდგენას იძლევიან რომელ პროფესიებზეა მეტი მოთხოვნა.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:სამუშაო რვეულები, კალამი,ფანქრები,მარკერები,სამუშაო ფორმატები,ისტ.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):პროექტის თემის შერჩევა მოხდა ჩემი რეკომენდაციით და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. კლასის მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად და გავუნაწილე ფუნქციები.ერთ ჯგუფს დავავალე დასაქმების ბაზრის შესახებ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში,ორ სხვა ჯგუფს კი სხვადასხვა ორგანიზაციებში გამოკითხვის ჩატარება(ერთი დღე).
მოსწავლეები ინტერნეტის დახმარებით შეისწავლიან,მოიძიებენ
დასაქმების ბაზარი რომელი პროფესიებითაა დაინტერესებული.ჩაატარებენ გამოკითხვებს სხვადასხვა
ორგანიზაციებში და კვლევის შედეგებს ცხრილებისა და დიაგრამების საშუალებით წარმოადგენენ.(ორი
კვირა).დამუშავებული მასალის შეჯერება-დახვეწა და საპრეზენტაციოდ მომზადება მოხდება
უშუალოდ ჩემს მიერ(2 დღე).პრეზენტაცია(ერთი გაკვეთილი).
10.საგანებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ეს პროექტი არ არის ინტეგრირებული.11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ლია მირველაშვილი.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:liamirvelashvili@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:liamirvelashvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment