Sunday, October 6, 2013
უკვე ორი წელია მსურდა ისტ ტრენინგებზე დასწრება,სამწუხაროდ ვერ ვახერხებდი.ამჯერად ყველა სხვა საქმე გადავწიე და ვესწრები ტრენინგებს. ამ შეხვედრებმა ჩემი მოლოდინები გაამართლა.ბევრი რამ ვისწავლე.დავრეგისტრირდი ელექტრონულ ფოსტა gmail-ში, lemill-ში და blogg-ში. თითქმის თავისუფლად ვახერხებ ტექსტურ რედაქტორ Microsoft Word-ში ორიენტაციას.Microsoft Excel-ში ცხრილებისა და დიაგრამების აგებას,არითმეტიკული ოპერაციებისა და შედარების ოპერაციების შესრულებას, საშუალო არითმეტიკულის პოვნას. შევქმენი საპრეზენტაციო პროგრამა PowerPoint-ში. ვისწავლე ტექსტური შეტყობინებებისა და ფაილების გაგზავნა ელ-ფოსტით,ფაილის გამოქვეყნება ვებ-გვერდზე,სასწავლო მასალის შექმნა და გამოქვეყნება LeMill-ში.Word-ში ვიმუშავე გაკვეთილის გეგმისა და პროექტის შედგენაზე. მსურს უკეთ შევძლო ინტერნეტში თავისუფლად ორიენტირება და შევისწავლო კომპიუტერის სხვა ფუნქციები.კერძოდ,როგორ ამოვბეჭდო მასალა პრინტერზე, როგორ ავკრიფო მათემატიკური ტექსტი:ალგებრული წილადები, რადიკალის, ხარისხის მაჩვენებლის და ლოგარითმის შემცველი გამოსახულებები...,
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment